,,კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გლობალურ ბრძოლაში ჩვენმა ქვეყანამ განსაკუთრებული როლი უნდა შეასრულო, როგორც ინოვაციების განხორციელების ლაბორატორიებმა - მოახდინონ ახალი იდეების ტესტირება, დასახონ ამბიციური მიზნები და იყვნენ მოდელი სხვებისთვის.

განახლებადი ენერგიის წყაროების შექმნა მის პოლიტიკურ იარაღად გამოუყენებლობას უზრუნველყოფს ,,

მიხეილ სააკაშვილი - საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო  კონვენციის მხარეთა მე-16 კონფერენციაზე

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) , აშშ-ის ელჩის მოადგილე     კენტ ლოგსდონი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, "BP საქართველოს" ენერგეტიკის დარგში ევროკომისიის მთავარი დირექტორატის,  ევროპული  ინსტიტუტის და თბილისის მერიის მხარდაჭერით სასტუმროშიშერატონ მეტეხი პალას"-ში 11 აპრილს მდგრადი ენერგეტიკის კვირეული გაიხსნა. 

 კვირეულის თემა:ენერგოეფექტურობა და განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენება”. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის განვითარებას ქვეყანაში და შეახსენოს საზოგადოებას განახლებადი ენერგეტიკისა და ენერგოეფექტურობის ეკოლოგიური, სოციალური და ეკონომიკური მნიშვნელობა.

სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის ,,მოსწავლეთა სულიერების და ეკოლოგიური განათლების კლუბის წევრების“ მიერ (რობერტ ლომია, თორნიკე თოდუა, სანდრო სოლომონია) წარდგენილმა პროექტმა ენერგოეფექტური ღუმელი-უსაფრთხო ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიური გამათბობელი, პროექტის დევიზი იყო: ,,პირველი მოჭრილი ხე ცივილიზაციის დასაწყისი იყო, ბოლო მოჭრილი ხე - მისი დასასრული.“ 90 საპროექტო განაცხადს შორის მესამე ადგილი მოიპოვა. სენაკის კერძო სკოლა - ლიცეუმი კი პროექტში აქტიური მონაწილეობისათვის სპეციალური პრემიით დაჯილდოვდა, ასევე ჩვენი სკოლის მოსწავლეების მიერ წარდგენილი ნახატები დაჯილდოვდა სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. პროექტს ხელმძღვანელობდნენ -გეოგრაფიის მასწავლებელი  ნინო კვარაცხელია და ინოვაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელი ინგა კაჭარავა.

მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის  მხარდამჭერი აშშ-ის მთავრობა,  უკვე ორი წელია ახორციელებს ახალი ტექნოლოგიებისა და განათების ინიციატივის პროექტს, სახელწოდებით ”ნათელი”. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილის კენტ ლოგსდონის თქმით, ამ ეტაპისათვის USAID-ის საჯარო საავადმყოფოების ინფრასტრუქტურის პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ენერგოეფექტურობის საკითხებზე იმ საავადმყოფოებში, რომლებიც ახლახან შეკეთდა და აშენდა. ამასთანავე, USAID-ის და „ბი-პის“ ხელშეწყობით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადაადგილდება ე.წ. ენერგოავტობუსი, რომელშიც წარმოდგენილი მასალები მოსახლეობას აწვდის ინფორმაციას ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიებსა და განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ. 

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - - - - - -
პროფესიული განათლება  განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ფოტოკონკურსი  ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი  სწორედ ამ პროცესის ხელშეწობისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის მიზნით ხორციელდება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ  კოკა სეფერთელაძემ თბილისის 161- საჯარო სკოლაში პროფესიულ განათლებაზე ფოტოკონკურსის პრეზენტაცია გამართა. ფოტოკონკურსი განათლების სამინისტროს ინიციატივით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად განახორციელა. ფოტოკონკურსის სლოგანი ასეთია: "ჩემი პროფესია-ჩემი მომავალი". მასში მონაწილეობის მიღება საქართველოს მასშტაბით ნებისმიერი საჯარო სკოლისა და პროფესიული სასწავლებლის მოსწავლეს შეეძლო. მსურველებმა ციფრული ფოტოსურათები საოცნებო პროფესიის შესახებ გააგზავნეს  ელექტრონულ მისამართზე competition-geo@giz.
ჟიური, რომლის ერთ-ერთი წევრი მსახიობი დუტა სხირტლაძეა გამარჯვებულებს 20 მაისს სპეციალური საჩუქრებით დააჯილდოვებს:   
სენაკის კერძო სკოლა-ლიცეუმის ინოვაციური ლაბორატორიის ხელმძღვანელის ფოტოსურათები მოხვდა საუკეთესო 20 ნამუშევარს შორის.